ამ თემასთან დაკავშირებული საიტის სანახავად დააჭირეთ ბმულს
გარემოს დაბინძურება
ეკოლოგია, კერძოდ კი გარემოს დაბინძურება 21-ე საუკუნის ნომერ პირველ გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული. ის ძირითადად ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული,ამიტომ ამ ბლოგზე შევეცდები მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია გარემოს დაბინძურებისა და მისი გამომწვევი ბუნებრივი თუ ანთროპოგენული მიზეზების შესახებ.
6/8/12
6/7/12
მთავარი გვერდი
გარემოს დაბინძურება ჯაჭვური პროცესია, ხშირად ერთი რომელიმე სფეროს დაბინძურება მთელი ეკოსისტემის დაბინძურებას იწვევს. გარემოს დაბინძურების ორი გზა არსებობს: ბუნებრივი და ანთროპოგენული. ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობის შედეგად აბინძურებს, ჰაერს, წყალს, ნიადაგს, ჩეხავს დიდი რაოდენობით ხე- ტყეს, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება გარემოსა და ჩვენს ჯანმრთელობაზე.
გარემოს დაბინძურების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ნახშირბადის წიაღისეული და გოგირდის დიოქსიდი, რომლებიც ჰაერში გამოიყოფა საწვავის წვის დროს. ასევე გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ენერგეტიკა, მაიონიზირებელი გამოსხივება, რადიაცია, საყოფაცხოვრებლო ნარჩენები, ქიმიური მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გამონაბოლქვი და სხვა რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე . ისინი იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ალერგია, ბრონქიტი, პლევმონია, გულის უკმარისობა. განსაკუთრებით საშიშია რადიაცია, რომელიც ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს დნმ-ის დონეზე და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა სიმსივნე და თანდაყოლილი ანომალიები.
მიუხედავად ამისა, არსებობს მეცნიერების კატეგორია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გარემოს დაბინძურება სამეცნიერო- ტექნიკური მიღწევებისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ამიტომ, ეს თემა დღეს- დღეობით მეცნიერების დავის საგანს წარმოადგენს.
ბიბლიოგრაფია
წიგნი: ,,ეკოლოგიის მოკლე კურსი" ზ. კვინიკაძე, დ. დავითაია. თბილისი 2010წ. გვ 5, 7, 8
4/28/12
4/27/12
Subscribe to:
Posts (Atom)