გარემოს დაცვა

 გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონიზძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა. ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის კეთილდღეობაზე. ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემოს, იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით  აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას. გარემოს დაბინძურების პირველწყაროები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10000 წელზე მეტი ხნის წინათ, როცა ადამიანებმა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები. მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში საწვავისა და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუაზღვის აუზში მრავალ მთის ფერდობებზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება, მაგრამ იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები ძირითადად რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული, დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბების ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება,ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება. გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა,ნიადაგის ეროზია, ნაგვის მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური...
  განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიკური იძულებითაა გამოწვეული. ერთის მხრივ, ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა და საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართობების მისაღებად, რომლებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორეს მხრივ კი-გარემოსათვის მავნე საწარმოების "დასახლებით", რომლებიც უნდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის.

ბიბლიოგრაფია:
წიგნი: "ეკოლოგიის მოკლეკუსი" ზ. კვინიკაძე, ზ. დავითაია. თბილისი 2010წ. გვ. 5-8.
წიგნი: "გლობალური ეკოლოგია", ე. ელიზბარაშვილი, ნ. სულხანიშვილი. თბილისი 2009წ. გვ.43,44,46.

No comments:

Post a Comment