გარემოს დაბინძურება საქართველოში

  დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა,რაც დგას კაცობრიობის წინაშე ეს არის ეკოლოგიური პრობლემა.განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა დგას საქართველოს წინაშე და მით უფრო ჩვენი დედაქალაქის თბილისის წინაშე..ბოლო დროის გამოკვლევების შედეგებმაც ცხადყო რომ თბილისი ევროპაში ერთ ერთი დაბინძურებული ქალაქია..რაც მთავარია ველაფერში დამნაშავენი ჩვენ თვითონ ვართ.,ჩვენს მდინარეებთან და წყალსატევებთან არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს რაც შეეხება...თითოეული ჩვენთაგანი ბევრჯერ გავსულვართ სათევზაოდ და საკუთარი თვალით გვინახავს თუ რა ხდება ჩვენს მდინარეებსა და წყალსატევებზე..ყველაფერი გადავსებულია პოლიეთილენის პარკებით და პლასტმასის ბოთლებით.ყველას კარგად მოგვეხსენება რომ აღნიშნული ნივთიერებები არ იხრწნება და უცვლელი სახით აბინძურებს ჩვენს ბუნებას..ყველაზე უფრო საგანგაშო კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი მდინარე "მტკვარი" რომელიც ძალიან არის დაბინძურებული სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან,XIX საუკუნის 60-იან წლებში მტკვრიდან წყალს წყალსაქაჩით ქაჩავდნენ, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
  
ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შეფასება საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, რადგან ქვეყნის რელიეფური პირობები, პარალელური სატრანსპორტო  მაგისტრალების არარსებობა, დასახლებულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მჭიდრო ნაკადები, მავნე ნივთიერებებით მისი დაბინძურების მაღალ დონეს განაპირობებენ.  უკანასკნელ წლებში სამრეწველო საწარმოთა უდდესი ნაწილის გაჩერებამ მისი ხვედრითი წილი დაბინძურების საერთო მაჩვენებელში 3%-მდე შეამცირა. სამაგიეროდ გაიზარდა ავტოტრანსპორტის წილი, რომელმაც დაბინძურების საერთო მაჩვენებლის 97% შეადგინა.
1999 წლის მონაცემებით, დაბინძურების ყველა წყაროდან გაფრქვეული იყო 555 ათასი ტონა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ მავნე ნივთიერებების ატმოსფერულ ჰაერში გამოფრქვევის ინტენსივობა, მათი მოძრაობის ზრდის პარალელურად იზრდება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ატმოსფერული ჰაერის ტყვიით დაბინძურება. ქალაქ თბილისის ინტენსიური მოძრაობის მაგისტრალებზე (.აღმაშენებელი, თამარ მეფის გამზირები) ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის რაიონის ატმოსფერულ ჰაერში აღემატებოდა ქალაქის განაპირა უბნის ჰაერში ტყვიის შემცველობის კონცენტრაციას. როგორც ცნობილია, ტყვია ძვლის უჯრედებში გროვდება და   D ვიტამინის შებოჭვით კალციუმის მეტაბოლიზმს აფერხებს ბავშვებში. ქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა დაკავშირებულია ეთილირებული ბენზინის მოხმარებასთან. იგი შეიცავს ტეტრაეთილტყვიას, როგორც ანტიდეტონატორს. ტეტრაეთილტყვია ძრავაში იწვის, წარმოქმნის ტყვიის არაორგანულ ნაერთებს, რომლებიც გამონაბოლქვთან ერთად ხვდება ჰაერში. როდესაც უცხოელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ქუჩებში ავტოინსპექტირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველას აღენიშნებოდა სისხლში და შარდში ტყვიის მომატებული შემცველობა, ძვლის ტვინის და გენეტიკური აპარატის ცვლილებები. ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მძიმე მეტალების ჭარბი კონცენტრაციები ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევები და ხელისშემწყობნი არიან. თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე მცხოვრებ პირთა უმრავლესობის 25%- შარდსა და თმაში ტყვიის საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა. მოქალაქეებს აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ჰიპერტონული და გულის იშემიური დაავადებები. შესწავლილ პირთა 60%- სისხლში კარბოქსიჰემოგლობინი აღმოაჩნდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სუნთქვის ორგანოთა დაავადებების გავრცელება ბავშვთა მოსახლეობაში, რომლის ზრდის ტენდენციაც ბოლო წლებში აღინიშნება

ბიბლიოგრაფია 
 http://education.ge/index.php?do=definition/view&id=627
                                

No comments:

Post a Comment