გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

                                                                  
 
2009 წლის 4 და 5 ივნისს თბილისმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს უმასპინძლა. ქალაქის ქუჩებში გაიმართა ველოსიპედებით მსვლელობა, მწვანე აღლუმი, თეატრალური წარმოდგენები და როკ კონცერტი ახალგაზრდობისათვის.
5 ივნისის საღამოს გამართულ მიღებაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წარმოადგინა თავის საქმიანობა და გამოჩენილი ქართველ გარემოსდამცველები დააჯილდოვა.
საქართველოში მიმდინარე კამპანიის ორგანიზატორია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გაეროს წარმომადგენლობა და გაეროს განვითარების პროგრამა.
საქართველოს კამპანია ეხმიანება იმ ასობით დღესასწაულს, რომელიც გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთელს მსოფლიოში გაიმართება. წლევანდელი კამპანიის სლოგანი - შენ პლანეტას სჭირდები! - სუფთა და მწვანე განვითარებისაკენ მოუწოდებს მსოფლიოს. იგი აგრეთვე ხაზს უსვამს სახელმწიფოთა შორის ,,მწვანე შეთანხმების“ და კლიმატის ცვლილების მზარდი საფრთხის დასაძლევად გაერთიანების აუცილებლობას. ამ შეთანხმების შესახებ მსჟელობა წელს დეკემბერში კოპენჰაგენში გაიმართება. 

ბიბლიოგრაფია
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-0l--11-ru-50---20-help---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL2.9&d=HASH01057ee1cfcae592ee1c62b5.22&gt=1

No comments:

Post a Comment