გენმოდიფიცირებული საკვები და საკვები დანამატები

  ბოლო პერიოდში გენმოდიფიცირებული პროდუქტი და ემულგატორები საზოგადოების განსჯის საგნად არაერთხელ ქცეულა. არის თუ არა იგი ჯანმრთელობისთვის მავნებელი? რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს სხვადასხვა სახის საკვებდანამატმა? - ეს ის საკითხებია, რომელიც ყველა ადამიანს აღელვებს და აინტერესებს. ქართული ბაზარი უხარისხო პროდუქტითაა გაჯერებული, ჩვენ კი, როგორც წესი, მისი შეძენისას, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რა წერია ეტიკეტზე, როგორია მისი შემადგენლობა და .. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები გენური ინჟინერიის შედეგად არის მიღებული. გენური ინჟინერია ჩვეულებრივ გულისხმობს უჯრედულ დონეზე ხელოვნური მანიპულაციის შედეგად საჭირო გენის ერთი სახეობის ორგანიზმიდან სხვა, არამონათესავე ორგანიზმში გადატანას; შესაძლებელია ადამიანის გენის გადატანა ცხოველებში და - პირიქით. საქართველოში ასეთი პროდუქციის შემოტანა 1996 წლიდან დაიწყო. კითხვაზე - უსაფრთხოა თუ არა ადამიანისთვის გენეტიკური მოდიფიკაციის საფუძველზე მიღებული პროდუქტები? - ერთმნიშვნელოვანი პასუხი კვლავაც არ არსებობს. თუმცა ბოლო წლებში ცნობილი გახდა ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების უარყოფით ზეგავლენას ადასტურებს.
როდესაც ადამიანის ორგანიზმში ასეთი პროდუქტი ხვდება და ამას სისტემატური ხასიათი აქვს, ეს მასში მთელ რიგ გენურ ცვლილებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებსა და სხვა პათოლოგიებს იწვევს. საერთოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ცოცხალი ორგანიზმებია, ამდენად, გამრავლებით, გავრცელებითა და საკუთარი გენების გადაცემის უნარით გამოირჩევა. ისინი ადამიანისთვის უცხო ხელოვნური ნივთიერებებით არიან გაჯერებული. მაგალითად, არსებობს ვირთაგვასგენიანი კომბოსტო, თევზისგენიანი პომიდორი და უამრავი სხვა ამგვარი. 2004 წლიდან ევროპის ქვეყნებში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს სპეციალური ნიშანდება მიენიჭა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება, თავად გააკეთოს არჩევანი გენმოდიფიცირებულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს შორის.
    საკვები დანამატები არის ნივთიერებები, რომლებიც პროდუქტს მისი თვისებების შესაცვლელად, ფერის, გემოს, სუნის, შენახვის ვადის გასაუმჯობესებლად ემატება. შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივად დამუშავებული, ასევე ქიმიური, ხელოვნურად მიღებული ნივთიერებები. მათ მიეკუთვნება: სტაბილიზატორები, დამატკბობლები, საღებავები, ემულგატორები, მჟავიანობის მარეგულირებელი და ა.შ. ემულგატორები და კონსერვანტები მითითებულია პაკეტის იმ ნაწილზე, სადაც შემადგენლობა წერია. ზოგიერთი ძალიან მავნეა და დაავადებებს იწვევს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის "კოდექს ალიმენტარიუსის" მონაცემებით, არსებობს კანის (E151, E231, E239, E907, E160, E232, E310-312, E951, E1105), კუჭის დაავადებების (E338-340, E351, E450-452, E461-463, E465, E466), სიმსივნეების გამომწვევი დანამატები (E131, E153, E210-216, E219, E230, E233, E242, E249, E252, E280, E283, E330, E466, E591-503, E620, E636, E954); წნევის ამწევი (E154, E250-251) განსაკუთრებით საშიში (E510,E123), აკრძალული დანამატები (E102, E105, E111, E121, E125-126, E130, E152, E952) და ა.შ.
ემულგატორი ადამიანის გენურ სტრუქტურას ანადგურებს და ნაყოფში მუტაციებს იწვევს. საღეჭი რეზინი, ტკბილეული, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, სოუსები, საწებლები, ჩაი, შოკოლადის ნაწარმი, იოგურტები, ორცხობილები - ეს იმ პროდუქტთა არასრული ჩამონათვალია, რომელშიც საშიშ საკვებ დანამატებს იყენებენ. E121 (საღებავი), E123 (საღებავი, ამარანტი), E240 (საღებავი, ფორმალდეჰიდი, E924ა და E924ბ (კალიუმის ბრომტი) - საქართველოში აკრძალული 5 ემულგატორია.

ბიბლიოგრაფია
ჟურნალი "გზა" სტატიის ავტორი თ. კვინიკაძე. 2011 წ.
გაზეთი "რეზონანსი" სტატიის ავტორი თ. მახარაშვილი.


     

No comments:

Post a Comment