გარემოს დაცვის პრობლემები და პერსპექტივები


  გარემოს დაბინძურება, როგორც აღნიშნული გვქონდა, ძირითადად
განპირობებულია სტიქიური (ვულკანები, წყალდიდობები, მიწისძვრები და კოსმოსურ მტვერი) და ანთროპოგენური (ატმოსფეროში გატყორცნილი მავნე აირები, რომლებიც ქმნიან გლობალური დათბობის საშიშროებას, იწვევენ ოზონის დამცველი შრის დარღვევას და დედამიწაზე მზის მოკლეტალღოვანი გამოსხივების ინტენსიურ მოხვედრას და აგრეთვე მსხვილი სამრეწველო ობიექტებიდან ატმოსფეროში ატყორცნილი სხვადასხვა სახის მძიმე ლითონებისა და მტვრის ნაწილაკები, რომლებიც შემდეგ პირდაპირი გზით უბრუნდება ბიოსფეროს - სიცოცხლის სფეროს) ფაქტორებით.
ეკოლოგიური კრიზისის მნიშვნელოვანი მიზეზია ბუნებრივი რესურსების
არარაციონალური გამოყენება და საერთოდ არარაციონალური ბუნებათსარგებლობა,
რომელიც განპირობებულია:
1. საწარმოების ისეთი საშუალებების შექმნით და გამოყენებით, რომლებიც
საშიშია ბუნებრივი გარემოსათვის და საერთოდ ეკოსისტემისათვის;
2. ისეთ ქმედებათა განხორციელება, რომლებიც არღვევს ადგილობრივ
ეკობალანსს და ხშირად, სხვადასხვა საქმიანობის უწყებრივი
დაქვემდებარების გამო კანონიერების დაცვის პირობებშიც კი არ არის
სრულად გამორიცხული.
   საქართველო ეკოლოგიური კრიზისის დიდი რისკის წინაშე დააყენა ბაქო - ჯეიჰანის ნავთობსადენმა, რომელიც გადის საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით ძალზე რთულ რეგიონში - ბორჯომის ხეობაში. ადვილი წარმოსადგენია, რომ ავარიის შემთხვევაში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ობიექტური (მაგ. სტიქიური მოვლენები) თუ სუბიექტური მიზეზებებით, რა ზომის უბედურების მოტანა შეუძლია მას რეგიონისათვის.
  გატარებისას უნდა მოიცავდეს, უწყებრივი ინტერესების კოორდინირებას,
მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვას საქმეში (მათი გულგრილი დამოკიდებულების ნაცვლად); მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების ჩართვას ენერგიის ფარული ან ალტერნატიული წყაროების ფართოდ დანერგვის მიზნით; სანედლეულო ბაზის გაფართოებას, სინთეტიკური მასალების ხარჯზე; ჰაერის მომწამვლელი გამონაბოლქვების წყაროების მკაცრ კონტროლს. უნდა ხდებოდეს ცალკეული ღონისძიებებისა და სპეციალისტების კოორდინაცია ერთიანი სახელმწიფოებრივი პროგრამების განხორციელებაში. იგი გასცდა ვიწრო რეგიონალურ ჩარჩოებს და გადაიქცა გლობალური ხასიათის საერთაშორისო პრობლემად.

ბიბლიოგრაფია 
 http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000714/Ekologia%20A5%20book.pdf

No comments:

Post a Comment