დაბინძურების მიზეზები


  ამჟამად მწვავედ დგას ჰავის, წყლის, ნიადაგის გაჭუჭყიანების საკითხი.ხეტყის გაჩეხვის შედეგად გამოწვეული ჟანგბადის დეფიციტი. ზღვებსა და ოკეანეებში ნავთობ პროდუქტების გაჟონვა. ფაბრიკა ქარხნების გამონაბოლქვი.ადამიანის მიერ გამოწვეული დაბინძუჯრება. და სხვა. არსებობს გარემოს დაბინძურების ბუნებრივი და ანთროპოგენული მიზეზები მათ შორის: ენერგეტიკა, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, გამონაბოლქვი, პესტიციდები, სამრეწველო საქმიანობა რადიაცია და სხვა.სუფთა გარემოს ყველაზე დიდ საფრთხეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები უქმნის.  აქედან შეგვიძლია გამოვყოთ პოლიეთილენის პარკი. მისი წარმოება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 5 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება. ამათგან საქართველოში ყოველდღიურად – 20 მილიონი, ხოლო რუსთავში – 654 000 ცალი. მისი მოხმარება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. იაფია მისი როგორც წარმოება, ასევე შეძენაც. ხშირად ჩვენ არ ვუფიქრდებით, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს გარემოს, ერთი შეხედვით, ამ უმნიშვნელო პროდუქტმა. სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ რუსთაველი ახალგაზრდები.
   გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.


ბიბლიოგრაფია

ჟურნალი ,,შემეცნების სამყარო" N13. გვ.37

No comments:

Post a Comment