თემის აქტუალობა

 თანამედროვე პერიოდში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ფონზე ვითარდება წარმოება და ტრანსპორტი ინერგება ახალი ტექნოოგიები, იზრდება მოთხოვნები ბუნებრივ რესურსებზე. ყოველივე კი იწვევს ბიოსფეროს მაჩვენებლის გაუარესებას. ამდენად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და რადიაციული ფონის ზრდის ტენდენციების შესწავლა საერთაშორისო, გლობალური მნიშვნელობა ენიჭება.
 უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, აღინიშნება გარემოს პირობების გაუარესება, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და რადიაცული ფონის ზრდა, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
 დღეისათვის მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების მატების ტენდენცია, რაც იწვევს მოსახლეობის ავადობის დონის ზრდას. ავადობის სტრუქტურაში გამოვლენილი იქნა სიმახინჯეების განვიარება, ცალკეული ანომალიების მატება, ავთვისებიანი დაავადებების რაოდენობის ზრდა და სხვა არასასურველი შედეგები. ამიტომ დიდი ყურადრება ექცევა გარემოს მავნე ზემოქმედების შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. მათგან სხვა, მრავალი არასასურველი ფაქტოებეის ქმედების აღკვეთასთან ერთად მნიშვნეოვანია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა და გაზრდილი რადიაციული ფონით გამოწვეული დასხივების დოზების შემცირება.
 ჯანმრთლობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ანთროპოგენული საქმიანობისას გამოყენებული ნივთიერებებიდან 40 000 ხასიათდება ადამიანზე მავნე ზემოქმედებით, ხოლო 12 000 ტოქსიკური თვისებისაა.
 დღეისათვის გარემოს დაბინძურების მასშტაბები ისე გაიზარდა, რომ იგი გამოუსწორებელი შედეგებით ემუქრება არა მხოლოდ ფლორასა და ფაუნას, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობიის მდგომარეობასაც.
  ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის დასხივების დოზების შესწავლას, რათა დადგინდეს სავარაუდო კავშირი გამოსხივების დონესა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის.



ბიბლიოგრაფია:
წიგნი: "ეკოლოგიის მოკლე კურსი" ზ. კვინიკაძე, ზ. დავითაია. თბილისი 2010წ. გვ.5-8.

No comments:

Post a Comment