რადიაცია

 
                                          
      იმისათვის, რომ რადიაციასპირისპირშევეჩეხოთ სულ არ არის საჭირო ატომური ავარია. ყოფაცხოვრებაში რადიოქტიური  ელემენტები ფართოდ გამოიყენება. ბუნებრივად აქტიურია კალიუმი - ყველანაირი ცოცხალისთვის აუცილებელი ელემენტი. ბუნებრივ კალიუმში(ფონიტი) იზოტოპ K-40-ის მცირე რაოდენობით შემცველობის გამო. ზოგიერთი ძველი წარმოების ობიექტივის შუშა თორიუმის ოქსიდს შეიცავს. ამავე ელემენტს უმატებენ არგონით შედუღებისთვის საჭირო ელექტროდებში. შენობებში ხანძარსაწინააღმდეგო, კვამლის დამაფიქსირებლები, ალფა-მასხივებელი ამერიციუმ-241-ის და გამდიდრებული პლუტონიუმ-239-ის საფუძველზე (დიახ-დიახ, სწორედ ის, რომელისგანაც ატომურ იარაღს ამზადებენ).
სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ეკოლოგიური სიჯანსაღით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ვსუნთქავთ ჰაერს, რომელშიც მენდელეევის მთელი სისტემაა თავმოყრილი, მივირთმევთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს და გვგონია, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც თავი დაცულად შეიძლება ვიგრძნოთ, სახლია, თუმცა, როგორც ირკვევა, არც ის ყოფილა სავსებით უვნებელი.
      ავეჯი, რომლითაც თავს ვიწონებთ, შესაძლოა მავნე ნივთიერებებით იყოს გამოტენილი; შპალერები, ლამინატი და სხვა საშენი მასალა, რომლითაც სახლია ნაგები, გარდა მავნე ქიმიური მინარევებისა, შესაძლოა რადიაციული გამოსხივების წყაროც აღმოჩნდეს. საშენი მასალებიდან მიღებული დასხივების დოზა იმ საერთო დოზის 60%- აღწევს, რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივ პირობებში იღებს გარემოდან.
დედამიწაზე არსებობს რადიაციის ბუნებრივი წყაროები, რომლებიც რადიოიზოტოპებს შეიცავს. მათი უდიდესი ნაწილი თავმოყრილია გრანიტსა და თიხამიწაში, სხვადასხვა შემადგენლობის ქვებში, საფრთხის შემცველია თაბაშირი, ჩვეულებრივი და სილიკატური აგური, მინაბოჭკო. გამოსხივების ძლიერი წყაროა ბუნებრივი ქვები, ფოსფორთაბაშირი. საშენ მასალებში შე-საძლოა იყოს ურანი 238, თორიუმი 232, კალიუმი 40 და სხვა რადიონუკლიდები, რომელთა საბოლოო დაშლის პროდუქტსაც წარმოადგენს რადონი 222.
     დედამიწიდან გამოყოფილი რადონი საცხოვრებელ გარემოში რომ არ მოხვდეს, აუცილებელია, საგულდაგულოდ დაცემენტდეს ფუნდამენტი, იატაკქვეშეთი, ადგილები, რომლებიც უშუალოდ ეხება მიწას. აგურიდან ოთახებში 10-ჯერ ნაკლები რადონი მოხვდება, თუ კედლებს დაფარავთ მკვრივი და ხარისხიანი შპალერით, რომელიც ირეცხება. სამზარეულოში აუცილებელია ნამწვი აირების გამწოვის დამონტაჟება. შენობა ხშირად უნდა განიავდეს - რადონს ისე არაფრისა ეშინია, როგორც ორპირი ქარისა. გრანდიოზული მშენებლობის დაწყების წინ კი უმჯობესია შეიძინოთ პორტატიული დოზიმეტრი, რომელიც რამდენიმე წამში აღმოაჩენს რადიაციულ საფრთხეს იმ საშენ მასალებში, რომელთა შეძენასაც აპირებთ. სჯობს, ყოველივე ეს თავად გააკეთოთ, რადგან თანამედროვე ბაზარზე მოხვედრილი საშენი მასალების ნაწილს წარმოშობისა და რადიაციული უვნებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი არ გააჩნია.

ბიბლიოგრაფია 
http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6065&lang=geo    

No comments:

Post a Comment