ნიადაგის დაბინძურება

   სასუქების დიდი რაოდენობით გამოყენება ზოგჯერ ბაქტერიებს უნარს უკარგავს ორგანულ ნივთიერებად გარდაიქმნას და მცენარეებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო პროდუქტი წარმოქმნას. პესტიციდები, ასევე, აზიანებენ ბაქტერიებს და ნიადაგისათვის მნიშვნელოვან სხვა ორგანიზმებს.
    ნიადაგი შეიძლება დაზიანდეს უბედური შემთხვევების დროს,მაგალითად, 1986 წელს ჩერნობილის(კიევთან ახლოს, ყოფილი საბჭოთა კავშირი) ატომურ ელექტროსადგურზე  მომხდარი აფეთქება და ხანძარი.აფეთქების დროს რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყო ატმოსფეროში და შესაბამისად, ნიადაგშიც. რადიაცია ქარის საშუალებით დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა ჩრდილო სკანდინავიასა და უელსში.რადიოაქტიურმა გამოსხივებამ გაანადგურა უამრავი ცხოველი.
     ზოგიერთ ქვეყანაში, ინდუსტრიული ნარჩენები მიწის ვრცელ ტერიტორიაზე ვრცელდება და ეს შხამები კლავენ ნიადაგში არსებულ ბაქტერიებს. ერთ- ერთი ტოქსიკური ლითონი ალუმინი, თიხოვანი მინერალების მთავარი გამანადგურებელია. იგი თავისი ქიმიური შემადგენლობით თავსდება ბაქტერიაში და არ აზიანებს მას.  მანქანებიდან, ქარხნებიდან  და ელექტროსადგურებიდან ქიმიური შემადგენლობის გამონაბოლქვები აბინძურებს წვიმის წვეთებს და წარმოქმნის მჟავა წვიმას, რომელიც ალუმინს გამოყოფს  თიხოვანი მინერალებიდან. ეს კი ანადგურებს ნიადაგში არსებულ მიკროორგანიზმებს და მცენარეებს.


ბიბლიოგრაფია
ჟურნალი "შემეცნების სამყარო" "ნიადაგის დაბინძურება" გვ.172

No comments:

Post a Comment